პროექტის დეტალები
წელი: 2023
მისამართი: ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი
ფართობი: 160 მ²
სართული: 1
სერვისი: არქიტექტურა
სტატუსი: მიმდინარე
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 700 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
ტერიტორია ქანობიანია და შენობა თავისი გეომეტრიული ფორმებით ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად ერწყმის რელიეფს და ამავდროულად იმეორებს მის ფორმას,
რაც უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის საცხოვრებლად.
შენობის ინტერიერი ჰარმონიულ თანხვედრაშია ბუნებასთან, მისი საერთო ოთახი და სამზარეულო დიდი ვიტრაჟით უკავშირდება ბუნებაში მოწყობილ ტერასას.
ავტოსადგომიდან შენობაში მარტივად მოხვედრა შესაძლებელია როგორც ნახევრად სარდაფიდან, ასევე ეზოში ბუნებრივად მოყწობილი კიბის საშუალებით.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის, ასევე კარგად და სწორად არის შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალები.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.