A 1
A 2
A 3
A 4
A 5
G 1
G 2
G 3
G 4
S 1
S 2

პროექტის დეტალები

წელი: 2019

მისამართი: რ. ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, “დიდველი”

ფართობი: 1400 მ²

სართული: 4

სერვისი: არქიტექტურა

სტატუსი: მიმდინარე

აღწერა

სასტუმროს პროექტი განკუთვნილია რ. ბორჯიმში, დაბა ბაკურიანში, “დიდველი”-ზე ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 1218 მ2.
პროექტი შესრულებულია რ. ბორჯომის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

ტერიტორია ქანობიანია და ოთხ სართულიანი შენობა თავისი გეომეტრიული ფორმებით მორგებულია რელიეფს. შენობის ერთი სართული მიწის ქვეშაა,
მეორე ნახევრად ჩასმულია მიწაში, ხოლო დანარჩენი ორი სართული მიწის ზევითაა. მიწის ქვეშა სართული დაყოფილია სამ ზონად, სასადილო, სარელაქსაციო და სამრეცხაო ზონად.
ამავე სართლს ესაზღვრება ავტოსადგომი, რომელიც პანდუსის გარეშე უკავშირდება გარე სივრცეს. დანარჩენ სართლებზე გადანაწილებულია ნომრები დამსვენებელთათვის.

შენობის ინტერიერი ჰარმონიულ თანხვედრაშია ბუნებასთან, მისი საერთო ოთახი და სამზარეულო დიდი ვიტრაჟით უკავშირდება ბუნებაში მოწყობილ ტერასას.

შენობაში მოხვედრა ხდება სახევრად მიწაში ჩასმულ სართულზე, მოსახერხებელი პანდუსის და კიბის საშუალებით. მომიჯნავედ ეზოში მოწყობილია ღია ავტოსადგომი.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის, ასევე კარგად და სწორად არის შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალები,
რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.

პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.