
















პროექტის დეტალები
წელი: 2018
მისამართი: მისამართი. ქ. თბილისი, წეროვანი
ფართობი: 280 მ²
სართული: 2
სერვისი: არქიტექტურა
სტატუსი: დასრულებული
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, წეროვანში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 2 507 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. მცხეთის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
ტერიტორია ქანობიანია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ტერიტორიაზე მოვხედრა შესაძლებელია აღმოსავლეთით მდებარე გზიდან. შესასვლელთან
მოწყობილია გადახურული სივრცე ორ ავტოსადგომზე, ამავე სივრცეში მოთავსებულია ღია სამზარეულო ბარით, რომელიც ემსახურება მიმდებარედ ღია საცურაო აუზს.
ტერიტორიის სიღრმეში განთავსებულია ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სათავსები გადანაწილებულია სამ დონეზე, რის შედეგადაც სახლი არის მეტად
კომფორტული და ვიზუალური თვალსაზრისით კარგად ზის ადგილობრივ გარემოში.
0.00 მ. დონეზე მოთავსებულია დღის ზონა, რომელიც შედგება სან. კვანძისგან, საერთო ოთახისგან და სამზარეულოსგან. საერთო ოთახი და სამზარეულო დაკავშირებულია
გადახურულ ვერანდასთან,რომლის გაყოლებაზე მდებარეობს ღია აუზი. 1.65 მ. დონეზე მდებარეობს 3 საძინებელი, რომლებიც პირაპირ დაკავშირებულია გამწვანებულ ეზოსთან და
ამავე დროს განცალკევებულია დღის ზონისგან. 3.45 მ. დონეზე ასევე მოთავსებულია ორი საძინებელი უზარმაზარი ტერასით, საიდანაც იშლება უმშვენიერესი ხედები.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.