A 5
G 1
G 2
G 3
G 6
II 1
II 2
II 3
II 4
II 5

პროექტის დეტალები

წელი: 2014

მისამართი: ქ. თბილისი, დაბა წყნეთი

ფართობი: 1050 მ²

სართული: 2

სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, დაბა წყნეთში. ნაკვეთის ფართი შეადგენს 1 652 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

ტერიტორიზე დაპროექტებული შენობა ორ სართულიანია, რომლის ერთი სართული მოთავსებულია მიწაში. მიწისქვეშა სართულზე მოთავსებულია სახვადასხვა სახის სათავსები,
ტექ. სათავსი, მარანი, ავტოსადგომი რამოდენიმე მანქანაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გზას. მეორე სართული ორ შენობადაა წარმოდგენილი, ერთი საცხოვრებლად, ხოლო მეორე
გასართობ სივრცედ, რომელშიც მოთავსებულია აუზი და სატრენაჟორო დარბაზი. ეზოში დაპროექტებულია სათამაშო მოედანი, ღია საცურაო აუზი, დეკორატიული აუზები, რომლებიც
მოხერხებულად ტერასებით დაკავშირებულია მთავარ შენობებთან. საცხოვრებელი კომპლექსი გათვლილია კომფორტისთვის და შექმნილია იდეალური საცხოვრებელი გარემო.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.