2
3
4
1
file3-2
file9-1
file-1
file1-1
file3-1
file3-4
50

პროექტის დეტალები

წელი: 2018

მისამართი: ქ. თბილისი, სუფელი დიღომი, ვ. ცინცაძის ჩიხი #26

ფართობი: 240 მ²

სართული: 1

სერვისი: არქიტექტურა, ინტეირერის დიზანი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, სოფელ დიღომში, ვ. ცინცაძის ჩიხში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 1000 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

ტერიტორია თითქმის სწორია და მასზე განთავსებულია ერთ სართულიანი საცხოვრებელი ხახლი. საპროექტო ნაკვეთი მართკუთხა ფორმისაა და მისი სიგანე საკმაოდ ვიწროა,
ტერიტორიაზე მოხვედრა ხდება ვიწრო მხრიდან და შენობა ამიტომ განთავსებულია ცოტა ციღრმეში. წინა ეზოში გათვალისწინებულია ღია გადახურული ავტოსადგომი.
წინა ეზოში მდებარე ტერასაზე გამოდის საერთო ოთახის და სამზარეულოს ვიტრაჟები. უკანა და წინა ეზო დაკავშირებულია ღია გადასასვლელით,
რაც ეზოს უფრო მოხერხებულს და კომფორტულს ხდის. უკანა ეზოში გამოდის მოსასვენებელი ზონის, საძინებლის ვიტრაჟები.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.