DJI INSPIRE 1

იქირავეთ DJI INSPIRE 1 Pro ინოვატორის სტუდიაში

იქირავეთ DJI PHANTOM 4 ინოვატორის სტუდიაში

ინოვატორის სტუდია – შენი სტუდია

სტუდიის შესახებ

title

ინოვატორის სტუდია არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო/ფოტო პროდუქტი, ჩაწეროთ გადაცემები, ვიდეო მიმართვები და მოაწყოთ ნებისმიერი ტიპის ვიდეო გადაღება. ვირტუალური სტუდია მოხერხებულია,  როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე სტუდენტებისთვისა და მოყვარულებისათვის.

ჩვენი სტუდია სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და გთავაზობთ  უნიკალურ სივრცეს, რაც თქვენი პროდუქტის მაღალი ხარისხის გარანტია.

ინოვატორის ვირტუალურ სტუდიაში  დაგხვდებათ გუნდი,  რომელიც ორიენტირებულია შეგიქმნათ კომფორტული  და მყუდრო გარემო მუშაობისთვის.

რას გთავაზობთ

ინოვატორის ვირტუალური სტუდია გთავაზობთ გარემოს, რომელიც თქვენს მუშაობის პროცესს უფრო ნაყოფიერს და სასიამოვნოს გახდის.

ჩვენ გთავზობთ:

✓ მწანე ფონი  (7მ X 6მ /4მ X 2მ)
✓ სივრცე ნებისმიერი გადაღებისთვის
✓ სრული ტექნიკური აღჭურვილობა
✓ ტექნიკური მხარდაჭერა

ინოვატორი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან, შესაბამისად ჩვენს სტუდიაში განთავსებულია თანამედროვე და უახლესი სამაუწყებლო, კინო აპარატურა, რომელიც შერჩეულია ჩვენი ტექნიკური ჯგუფის მიერ სპეციალურად ვირტუალური სტუდიისთვის.

 ტექნიკის სრული ჩამონათვალი

ტექნიკის გაქირავება

სასერვერო – სააპარატო სისტემა

სასერვერო – სააპარატო სისტემა

სასერვერო – სააპარატო სისტემით შესაძლებელია სიგნალების კომუტირება, კონტროლი, ფაილების დაგროვება- შენახვა, საეთერო ბადის შექმნა, გრაფიკული გაფორმება, ეთერში გასვლა. ასევე, დამატებითი სამაუწყებლო დანადგარების საინსტალაციო რეკებში დამონტაჟების შესაძლებლობას, რაც საჭირო იქნება დამატებით სატელევიზიო პროცესის უზრუნველსაყოფად.

სისტემა განლაგებულია შოუ რუმში. ძირითადი დანადგარები დამონტაჟებულია 2 სამაუწყებლო ტიპის 42U სიმაღლის რეკებშინ შესაბამისი პროფესიონალური დენის გამანაწილებლებით ( 2 თითო რეკზე) და ასევე აღჭურვილი პროფესიონალური გაგრილების სისტემით. სამაუწყებლო მოწყობილობები: 16 ტბ-იანი Avid-ის მეხსიერების სერვერი, 16×16 Evertz-ის კომუტატორი, 1- არხიანი ეთერის ბადის აღწარმოების სერვერი შესაბამისი პროგრამული უნზრუნველყოფით, მონიტორინგის სისტემა, კონვერტორები, სამაუწყებლო მონიტორი, ეთერის აუდიო პროცესორი.

saservero

მობილური სამაუწყებლო გადაღების სისტემა კეისებში

მობილური სამაუწყებლო გადაღების სისტემა კეისებში

მობილური სამაუწყებლო გადაღების სისტემა კეისებში  შეიცავს:

  • 4 ცალ სამაუწყებლო ტიპის ვიდეოკამერას Manfrotto-ს შტატივზე ( Panasonic – 3x AJ-PX380 + 1x AJ-PX270 );
  • საკამერო კომპლექტი აღჭურვილი ობიექტივების მართვით, კვების წყაროებით/აკუმულატორებით, მიმართული მიკროფონებით;
  • განათების მოწყობილობებს შტავივებზე;
  • 8 არხიანი HD ფორმატის სამიქშერო სისტემას სამსახურებრივი კავშირით (Datavideo – HS-2800 ) ;
  • მულტივიუვერს;
  • სპეციალურ კაბელებს (All in One) გორგოლაჭებზე;
  • კონვერტორების და რადიომიკროფონების კომპლექტს ქეისებში (Lynx- R FR 1000, R PS 1120, P DM 1383, D VD 1817, P MV 1841; Sennheiser – EW112 G3, EW 135 G3);
  • აუდიომიქშერს და კონტროლს;
  • 17“ სამაუწყებლო მონიტორს, მყარ დისკიანი ჩამწერით.

16112873_1828123394110265_3406329351700850167_o

ვირტუალური გადაღების სისტემა

ვირტუალური გადაღების სისტემა

ვირტუალური გადაღების სისტემისა და მწვანე ფონის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის გადაცემების თუ ვიდეო რგოლების ჩაწერა.
ვირტუალური სისტემა შეიცავს:

  • გასაშლელ მწვანე ფონს;
  • • „Monarch“-ის ფირმის 2 არხიან HD ფორმატის ვირტუალურ სისტემას;
  • • ვირტუალური სისტემის სამართავ კომპიუტერს;
  • • Panasonic-ის HD (AJ-PX270) ვიდეოკამერას Manfrotto-ს შტატივზე;
  • • სამ მოწყობილობიანი დიოდური განათების სეტს კეისში (Lite Panels – 1×1
    LS Traveler Trio Kit);
  • • მიმართული ARRI-ს დიოდური მოწყობილობა (Arri – L7-C);
  • • Rosco-ს განათების მოწყობილობა (Silk 210) ;
  • • სამკერდე რადიომიკროფონი (Sennheiser – Ew 112 G 3);
  • • ექვსარხიანი აუდიომიქშერი;
  • • სხვადასხვა კონვერტორის კრებული;
  • • წამყვანის საკონტროლო მონიტორი – Orion 42“;
  • • აუდიო მონიტორი (Genelec – 8130 A).

ერთი დღით ვირტუალური სტუდიის ქირაობის ღირებულებაა – 100$ ექვივალენტი ლარში დღგს ჩათვლით ( შედის ინჟინრის ტექნიკური მხარდაჭერა).

virtual studio 5

 

რადიო საეთერო სისტემა

რადიო საეთერო სისტემა

რადიო საეთერო სისტემა იძლევა საშუალებას:

  • მიიღოს და დაამუშავოს სხვა და სხვა ინტერფეისის აუდიო სიგნალი
  • დამუშავდეს საეთერო სიგნალი აუდიო კონსოლით
  •  შეიქმნას FM სიგნალი ან სტრიმის ნაკადი
  • შეიქმნას და იმართოს საეთერო ბადე

სისტემა შეიცავს: 8 ფეიდერიან საეთერო სამიქშერო კონსოლს, მულტიფორმატულ მთავარ ფრეიმს სხვა და სხვა სტანდარტის ინტერფეისებით, მართვის კომპიუტერს სპეციალური ბარათით, რომელსაც შეუძლია იმუშაოს როგორც FM პროცესორმა და სტრიმის შექმნელმა, ასევე მიკროფონის პროცესორმა. სერვერში დაყენებულია მაღალი დონის ლიცენზირებული საეთერო ბადის პროგრამული უზრუნველყოფა.

DJI Inspire 1 Pro

DJI Inspire 1 Pro

გთავაზობთ უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) ქირაობას.

შეთავაზებაში შედის:

  • უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) ქირაობა
  • დამხმარე ტექნიკოსი

DJI Inspire 1 Pro მოყვება:

  • 2 პულტი
  • პოპელერები
  • USB კაბელი
  • აკუმულატორი
  • აკუმულატორის დამტენი
  • კვების კაბელი
  • კამერა გიმბალით
  • კამერის ფილტრის
  • პულტის დამტენის კაბელი
  • პულტის საკიდი ქეისი

პროდუქტის მახასიათებლები:

  • ახალი ძრავის ოპერატიულობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც კონტროლის უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს
  • მარტივი და მოქნილი საჰაერო სისტემა
  • პროფესიონალური 4K კამერა და 3 ღერძიანი სახსარი
  • პირდაპირი, უკაბელო HD ვიდეო გადაცემა, DJI Lightbridge-ის მეშვეობით
  • გაუმჯობესებული დისტანციური ფრენისა და კამერის კონტროლი
  • მძლავრი აპლიკაცია, კამერის პარამეტრების შესაცვლელად, ვიდეოების რედაქტირებისა და ბევრი დამატებითი ფუნქცია
  • ხედვის პოზიცინირების სისტემა, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს GPS-ის გარეშე და შენობის შიგნით ფრენისას
  • საუკეთესოა პროფესიონალური და მაღალი ხარისხის კადრების გადასაღებად
DJI Phantom 4

DJI Phantom 4

გთავაზობთ უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) ქირაობას.

შეთავაზებაში შედის:

  • უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) ქირაობა
  • დამხმარე ტექნიკოსი

DJI Phantom 4-ს მოყვება:

  • კონტროლერი
  • აკუმულატორი
  • დამატებითი 4 პროპელერი
  • კვების ბლოკი
  • მეხსიერების ბარათი
  • მიკრო USB კაბელი და მიკრო USB-ს გადამყვანი

პროდუქტის მახასიათებლები:

  • ავტომატურად შეძლებთ აიცილოთ დაბრკოლებები
  • ActiveTrack-ის მეშვეობით, მარტივად აღმოაჩენთ მოძრავ საგნებს
  • TapFly-ი კი საშუალებას გაძლევთ თითის ერთი მოძრაობით გააფრინოთ დრონი
  • სახლში დაბრუნების ჭკვიანი სისტემა, შესაძლებლობას გვაძლევს საწყის წერტილში დაბრუნებისას ავტომატურად ავიცილოთ დაბრკოლებები
  • 28 წუთიანი ფრენის რეჟიმი, მაქსიმალური კონტროლი 5 კმ-ის არეალში
  • მაქსიმალური სისწრაფე 72კმ/სთ
  • ინტეგრირებული გიმბალი, კამერის კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისა და ოპერატიულობისათვის

დაგვიკავშირდით

მისამართი:
მარიჯანის ქ. #2, 0186 თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +(995 32) 254 14 31
ელ ფოსტა: info@instudio.ge 

რუკა