1
2
3
4
5
A 5
50
51
52

პროექტის დეტალები

წელი: 2023

მისამართი: მისამართი. ქ. თბილისი, სოფელი კიკეთი, სამპანტების ქუჩა

ფართობი: 320 მ²

სართული: 2

სერვისი: არქიტექტურა

სტატუსი: მიმდინარე

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, სამპანტების ქუჩაზე ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 650 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

ტერიტორია ქანობიანია და მასზე განთავსებულია ორ სართულიანი საცხოვრებელი ხახლი. ტერიტორიის შესასვლელთან მოწყობილია ავტოსადგომი ორ მანქანაზე პერგოლის გადახურვით.
შენობაში შესვლა ხდება ავტოსადგომის დონიდან ერთი მარშით დაბლა, სადაც განთავსებულია, საერთო ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სან. კვანძი. აღნიშნული სართულიდან ვხვდებით ტერასაზე,
სადაც მოთავსებულია აუზი და რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.
მეორე სართული წარმოადგენს მოსასვენებელ ზონას, სადაც განთავსებულია საძინებლები. სართულიდან იშლება ხედები ეზოზე და ტყის მასივზე.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.