პროექტის დეტალები
წელი: 2019
მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქ. #40ა
ფართობი: 180 მ²
სართული: 1
სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი
სტატუსი: დასრულებული
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 518 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
ტერიტორია სწორია და გზიდან მოცილებით სიღრმეში განთავსებულია ერთ სართულიანი საცხოვრებელი ხახლი. ტერიტორიის შესასვლელთან მოწყობილია ავტოსადგომი ერთ მანქანაზე პერგოლის გადახურვით.
შენობა წარმოადგენს 5 ოთახიან საცხოვერბელ სახლს, საიდანაც 3 არის საძინებელი თავისი სან. კვანძით. საერთო ოთახი გაერთიანებულია სამზარეულოსთან, გამოყოფილია მხოლოდ
სამზარეულოს კუნძულით, ბარით. საერთო ოთახში გათვალისწინებულია ბუხარი, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს სახლს. მეტი კომფორტისთვის ჰოლიდან ვხვდებით სამრეცხაოში,
რომელიც კართ დაკავშირებულია გვერდითა ეზოსთან. საეთო ოთახიდან და სამზარეულოდან გასასრიალებელი ვიტრაჟების საშუალებით ვხვდებით ტერასაზე, რომელიც ინტეგრირებულია გამწვანებულ ეზოსთან.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.