პროექტის დეტალები
წელი: 2021
მისამართი: ქ. მცხეთა, სოფელი კოტორაანთკარი
ფართობი: 320 მ²
სართული: 3
სერვისი: არქიტექტურა
სტატუსი: დასრულებული
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. მცხეთაში, სოფელ კოტორაანთკარში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 600 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. მცხეთის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
ტერიტორია ქანობიანია და მასზე განთავსებულია სამ სართულიანი საცხოვრებელი ხახლი. ტერიტორიის შესასვლელთან მოწყობილია ავტოსადგომი ორ მანქანაზე პერგოლის გადახურვით.
შენობაში შესვლა ხდება ავტოსადგომის დონიდან ერთი მარშით დაბლა, სადაც განთავსებულია, საერთო ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სან. კვანძი. აღნიშნული სართულიდან ვხვდებით ტერასაზე,
სადაც მოთავსებულია აუზი და რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.
მეორე სართული წარმოადგენს მოსასვენებელ ზონას, სადაც განთავსებულია საძინებლები.
მესამე სართულზე ჰოლში გათვალისწინებულია პატარა სამზარეულოს ნიშა. ჰოლიდან ვხვდებით დიდ ტერასაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ეზოზე და ტყის მასივზე.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.