1
2
3
4
5
8
14
50
51
52
53

პროექტის დეტალები

წელი: 2018

მისამართი: ქ. მცხეთა, ვახტანგ გორგასლის ქუჩა

ფართობი: 230 მ²

სართული: 3

სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. მცხეთა, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 601 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. მცხეთის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

რთული რელიეფიდან გამომდინარე ტერიტორიაზე დაპროექტებული შენობა წარმოადგენს სამ სართულიან საცხოვრებელ სახლს. გზიდან ვხვდებით ღია გადახურულ ავტოსადგომზე,
სადაც ასევე განთავსებულია სამრეცხაო და დამხმარე სათავსები. როგორც გარედან ღია კიბით, ასევე შიდა კიბის საშუალებით შესაძლებელია მეორე სართულზე მოხვედრა, სადაც
გადანაწილებულია საერთ ოთახი ბუხრით და დიდი გასასრიალებელი ალუმინის ვიტრაჟით იზოლირებული სამზარეულო. ხოლო დანარჩენ დონეებზე განაწილებულია საძინებლები.
მესამე სართულის სახურავზე მოწყობილია ტერასა, რომელიც დაკავშირებულია უკანა ეზოში მოწყობილ აუზთან.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.