პროექტის დეტალები
წელი: 2019
მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი შინდისი
ფართობი: 200 მ²
სართული: 1
სერვისი: არქიტექტურა
სტატუსი: დასრულებული
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილიში, სოფელ შინდისში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 975 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
რელიეფიდან გამომდინარე ერთ სართულიანი სახლი ორ დონეზეა გადანაწილებული. ერთ დონეზე განთავსებულია საერთო ოთახი ღია სამზარეულოთი და კაბინეტი, ხოლო
მეორე დონეზე განაწილებულია საძინებლები. დღის ზონის სახურავზე მოწყობილია პერგოლით გადახურული ტერასა. მეტი კომფორტითვის
ცალკე გამოყოფილია სამრეცხაო და ტექნიკური ოთახი გათბობის ქვაბისთვის.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.