1
2
3
4
5
50
51

პროექტის დეტალები

წელი: 2017

მისამართი: ქ. დუშეთი, სოფელი უნდილაანთკარი

ფართობი: 255 მ²

სართული: 1

სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ობსერვატორიით განკუთვნილია ქ. დუშეთში, სოფელი უნდილაანთკარში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 5010 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. დუშეთის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

მიწის ნაკვეთი საკმად გრძელია, ხოლო რელიეფი სწორი, ამიტომ შენობა განვათავსეთ სიღრმეში რადგან ობსერვატორიის ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეეშალა გარე ფაქტორებს.
მისი განთავსებაში ასევე გათვალისწინებულია ორიენტაცია.

საცხოვრებელი ბლოკი გადაწყვეტილია მინიმალური სტილში და ისეა დაპროექტებული, რომ ინტერიერიდან ხედვის არეალში არ მოხვდეს ობსერვატორია და ამით მეტედ ინეგრირებული იყოს ბუნებასთან.

ღია ავტოსადგომი, რომელიც გადახურულია, წარმოადგენს შენობის ნაწილს, საიდანაც სახლში მოხვედრა მარტივად არის შესაძლებელი.

პროექტში გათვალისწინებული განაპირა კედლები და გადახურვა მონოლითურია, რაც მის გეომეტრიულ ფორმას უსვამს ხაზს.
ორივე მხარეს ალუმინის ვიტრაჟების გახსნით, შესაძლებელია საერთო ოთახის ღია სივრცედ გადაკეთება, რის შედეგადაც ბუნებასთან სინტეზი მეტად მარტივია.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.