D 1
D 2
D 3
D 4
51
52
53
54

პროექტის დეტალები

წელი: 2014

მისამართი: მისამართი. ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა

ფართობი: 740 მ²

სართული: 3

სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 942 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

ტერიტორია ქანობიანია უკანა ეზოდან მთავარი ქუჩის მიმართულებით. სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლი განთავსებულია ეზოს შუა ნაწილში,
სახლი გარშემოსაზღვრულია ტერასებითა და გამწვანებით. სახლის გეგმარება მორგებულია რელიეფს და ოთახები გადანაწილებულია სხვადასხვა დონეებზე,
ორი საძინებელი რომელიც მდებარეობს პირველ და მეორე სართულებს შორის დონეზე გადის უკანა გამწვანებულ ეზოში, რაც საძინებლებს ხელს უწყობს ბუნებასთან ინტეგრირებას.

მიწის ქვეშა სართულზე განთავსებულია სხვადსხვა სივრცეები, ცალკე ოთახად გამოყოფილია სივრცე ბუხრით, სასადილო მაგითით და სამზარეულო კუთხით.
გამოყოფილი ოთახიდან შესაძლებელია ნახევარ მარშიანი კიბით პირდაპირ გარეთ მოხვედრა, რაც ფუნქციურად ოთახს უფრო მოსახერხებელს ხდის.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.