პროექტის დეტალები
წელი: 2022
მისამართი: ქ. დუშეთი, სოფელი არაგვისპირი
ფართობი: 120 მ²
სართული: 1
სერვისი: არქიტექტურა
სტატუსი: მიმდინარე
აღწერა
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. დუშეთი, სოფელ არაგვისპირში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 1500 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. დუშეთის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.
ტერიტორია სწორია და მასზე ერთ სართულიანი საცხოვრებელი ხახლი უკანა ეზოშია განთავსებული. შენობა წარმოადგენს სეზონურ დასასვენებელ სახლს, რომელშიც გათვალისწინებულია 3 მცირე ზომის საძინებელი, საერთო ოთახი გაერთიანებულია სამზარეულოსთან, სამრეცხაო. სახლის სახურავი ქანობიანია და შემოსილია კრამიტით, ფასადის კედლებზე კი გამოყებებულია აგური, ფრაგმენტული ლესვით. ვიზუალური თვალსაზრისით შენობა მორგებულია ასებულ გარემოს.
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.
საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.