2
1
3
4
51
52

პროექტის დეტალები

წელი: 2019

მისამართი: ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი

ფართობი: 200 მ²

სართული: 1

სერვისი: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

სტატუსი: დასრულებული

აღწერა

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია ქ. თბილიში, დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში ასაშენებლად. ნაკვეთის ფართი შეადგენს 750 მ2.
პროექტი შესრულებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით.

საცხოვრებელი ხახლი ქანობიანი რელიეფიდან გამომდინარე ორ დონეზეა გადანაწილებული. ერთ დონეზე განთავსებულია საერთო ოთახი ღია სამზარეულოთი, რომელიც ვიტრაჟების საშუალებით
უკავშირდება ტერასას. მეორე დონეზე განაწილებულია საძინებლები. ამავე დონეზეა მოწყობილი მთვარი შესასვლელი, რომელიც ნახევარკიბინაი მარშით უკავშირდება
დღის ზონას. დღის ზონის სახურავზე მოწყობილია პერგოლით გადახურული ტერასა. შენობა წარმოადგენს 5 ოთახიან საცხოვერბელ სახლს, საიდანაც 4 არის საძინებელი, ამავე დონეზე მდებარეობს
სამრეცხაო, რაც კიდევ მეც კომფორტს სძენს საცხოვრებელ სახლს.

პროექტში გათვალისწინებულია შენობის დათბუნება, ალუმინის ვიტრაჟები, რაც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის.

საცხოვერებელი სახლის პროექტში სრულად გათვალისწინებულია დამკვეთის მოთხოვნები.